top of page
DSC07563.JPG

ოჯახის მეურნეობა

IMG_1026.JPG

ჩვენი პრიორიტეტები 

  • დამკვეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება 

  • კენკრის ხარისხი

  • გარემოს დაცვა  

  • შრომის დაცვა და უსაფრთხოება 

  • ვენი კომპანიის უწყვეტი განვითარება

სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია. ცნობილია არა მხოლოდ თავისი მდიდარი დრამატული ისტორიული მოვლენებით, არამედ უნიკალური სუბტროპიკული კლიმატით - დასავლეთიდან ვაკე და მთისწინეთი ღიაა შავი ზღვის თბილი და რბილი ჰაერისთვის, ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასებისაგან დაცულია კავკასიონის ქედით. 

ჩვენი კომპანიის სახელწოდება - MEMOBERRY მომდინარეობს "მეგრული მოცვიდან", რაც ქართულად ნიშნავს "კენკრა სამეგრელოდან". 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენმა ოჯახმა ჩაის მიტოვებული მინდვრების ადგილზე გააშენა პლანტაცია, 2017 წელს დაირგო მაღალი ამერიკული მოცვის პირველი 3 ჰექტარი. სუფთა ჰაერი, რბილი ამინდი და მუდმივი მუხლჩაუხრელი ზრუნვა ჩვენს კენკრას ხდის ლამაზს და გემრიელს. 

ჩვენი მთავარი მიზანია დავაკმაყოფილოთ ჩვენი დამკვეთების მოთხოვნები კენკრის პროდუქტების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი თითოეული თანამშრომელი თავისი საქმის მცოდნეა და ხელმძღვანელობის მიერ უმკაცრესად კონტროლდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასახული მიზნების მიღწევა. 

Memoberry პლანტაცია აკმაყოფილებს ევროპული GLOBAL GAP სტანდარტის მოთხოვნებს. ჩვენ მოგვყავს ჩვენი კლიმატისთვის ყველაზე შესაფერისი საადრეო სამხრეთული ჯიშების ამერიკული მაღალი ლურჯი მოცვი. 

ჩვენი კენკრის კრეფის სეზონი მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე გრძელდება. აგროტექნიკა, მოსავლის აღების ტექნოლოგიები, დახარისხება და შეფუთვა შედგება როგორც ტრადიციული, ასევე ინოვაციური მეთოდებისგან, ჩვენ მუშაობაში ვიყენებთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სამეცნიერო ცენტრების სამეცნიერო კვლევების უახლეს შედეგებს. კონტროლისა და მართვის თანამედროვე საზომი სისტემები, საიმედო წვეთოვანი სარწყავი სისტემები, გამოცდილი მექანიზაცია - ჩვენი წარმატების ტექნოლოგიური საფუძველია. 

Logo.jpg
bottom of page